თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება აკაკი წერეთლის გამზირისა და იროდიონ ევდოშვილის ქუჩის კვეთიდან ცემის ქუჩის კვეთის მიმდებარე ტერიტორიამდე.
“აღნიშნულ პერიოდში საავტომობილო გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის ავტოტრანსპორტისთვის.
შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტით მოძრაობა ალტერნატიული ქუჩების გამოყენებით განხორციელდება”,- აღნიშნავენ მერიაში.
გლდანის მერვე მიკრორაიონის N13 კორპუსთან რეკრეაციული სივრცე ეწყობა. სამუშაოები დაახლოებით 7 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება. პროექტის საწყის ეტაპს თბილისის მერი კახა…
თბილისის მერიამ 500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, დღემდე 220 338 მოთხოვნა დააფინანსა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე…
“დღეიდან თბილისის ინტერაქტიულ რუკაზე განთავსდება მუნიციპალური ინსპექციის მიერ ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების, ასევე, მშენებარე ობიექტის შეჩერების შესახებ ინფორმაცია”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის…